Tag Archives: ემოციური

როცა გავიზრდები…

პატარაობაში ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვოცნებობდი რომ გამოვსულიყავი ,ერთი ნამდვილად ვიცი არასდროს მინდოდა ექიმობა.ბევრი დრო უნდოდა სასწავლად და თან ძალიან ემოციური ვარ.                                                                                                                                                                                                                                                       მოზარდობის პერიოდში პროფესია სხვებმა გადამიწყვიტეს.მოკლეთ ჩემს პროფესიაში პრაქტიკები  13 წლიდან დავიწყე.ჩემს უახლოეს დაქალს უამრავი პაკლონიკი ყავდა და ყველა უიმედო.რადგან თვითონ მხოლოდ ერთი უყვარდა და ისიც …აი ის პაკლონიკები კი ყველა ჩემი ძმაკაცი იყო,თანაც უახლოესი.და იცით ყველაზე ხშირად მათგან რა მესმოდა შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა,შენთან ვწყნარდებითო,ჩვენი ფსიქოლოგი ხარო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                           აქედან დაიწყო ყველაფერი,რჩევა–დარიგებების მიცემა და ადამიანების დამშვიდება კარგად გამომდიოდა ხოლმე.სახელიც გამივარდა რომ იტყვიან.ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება.ჩვენი მეზობელი იყო ის ბიჭი,აზერბაიჯანელი და ბავშობიდან ვჭამდით ერთამნეთს.რომ წამოვიზარდეთ ჩემი და მეგობრობდა ხოლმე მათთან.ერთხელ მოვიდა და მეუბნება შენთან საქმე აქვს და თუ შგიძლია რომ გახვიდე და დაელაპარაკოო.ისე გამიკვირდა,მაგრამ მაინც გავედი მეთქი რა უნდა?საუბარი როგორ დაიწყო იცით?ძალიან გთხოვ დამეხმარე ვიცი რომ ბევრს დახმარებიხარ და ეგეთ რაღაცეეში მაგარი ხარო.                                                                                                                                                                                                                             გამიკვირდა ვერ მივხვდი რა უნდოდა,თან ისეთი მორიდებული იყო ვიღაც დიდ ადამიანს რომ ელაპარაკები.რითი შემიძლია რომ დაგეხმარო მითხარითქო მეც შევწუხდი(ჩემთან რომ მოვიდა ე.ი. რაღაც  სერიოზული რამეათქო).შემდეგ მომიყვა რომ ერთი გოგო უყვარდა,ის კი ისე იქცეოდა რომ ვერ გაეგო რა ხდებოდა და ამიხსნა სიტუაციები,რჩევები მკითხა.ბოლოს დასძინა მირჩიე როგორ მოვიქცე რომ თავი შევაყვაროო?მოკლეთ ასე იყო რააა.მეც გავიზარდე და ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე და მალე დავამთავრებ იმედია და კარგი სპეციალისტი ვიქნები ეხლა კი ნამდვილად კომპეტენტური და არ ბავშური ხედვით.