Tag Archives: კინოები

მწვანედ აბიბინებული ბლოგი

იმდენი ხანია უკვე არაფერი დამიპოსტავს რომ ბალახი ამოვიდა ჩემს ბლოგზე და ხავსი მოედო,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             მაგრამ ისე ვარ რომ განტვირთვა მინდა,თან რაღაც ლაითად.კომპიუტერთან მოვახერხებდი თუ არა დაჯდომას,მაშინვე კინოებს ვრთავდი და ვუყურებდი,სანამ არ დამეძინებოდა.ჩემი თავის მიკვირდა,მთელი ერთი თვის განმავლობაში რაც სოფლიდან ჩამოვედი,არც ერთი სოციალური ქსელით არ მისარგებლია.ეს ჩემთვის საოცრება იყო.ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა ჰაერივითაა,მე სოციუმი მაცოცხლებს.ხოდა ეხლა ცოტა აზრზე მოვედი და პატარა პოსტის დაწერა გადავწყვიტე,თან კინო მაქვს ჩართული და უნდა ვუყურო.ხვალისთვის იმ კინოებსაც შემოგთავაზებთ,რაც ყველაზე ძალიან მომეწონა.დიდი მადლობა,რომ არ დაგავიწყდით და კიდევ შემოიხედავთ ხოლმე ჩემს ბლოგზე.