დღეს ჩემ სურათებში შევიარე და დიდ ხანს შევყევი თვალიერებას.ყოველთვის მეგონა რომ არ შევცვლილვარ,მაგრამ ფოტოები სულ სხვას ამბობენ.აბა თქვენ რას მეტყვით მართლა შევიცვალე?სურათებს წარსულიდან აწმყოსკენ დავალაგებ და თავად გადაწყვიტეთ. ეს სურათი ჩემმა დაქალმა გადაიღო და ძალიან მოსწონდა ყველას. აქ პირველ კურსზე ვარ და აღმოჩნდა რომ მანამდე ცივილიზაცია არ იყო და ციფრული სურათები არ მაქვს. აი ის სურათები რომელთა ამორჩევაც შევძელი და აბა რას მეტყვით?