Tag Archives: შემოსევა

კალიების შემოსევა

წუხელ ვიჯექი ჩემთვის წყნარად კომპიუტერთან და ჯერ ჩემი ოთახიდან მომესმა ხმაური.კი გამიკვირდა ბავსჰვებს ეძინათ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.მერე უკვე ზალაშიც გაიხმაურა რაღაცამ,ჯერ ლევანის დავაბრალე ის იქნებოდათქო,მეორეთაც რომ გავიგე მერე უკვე დავუძახე მოისვენეთქო.რომ მითხრა ჩემგან რა გინდაო,მერე კი შევფუცხუნდი.შუქი ავანთე და დავიწყე იმის ძებნა რა შეიძლებოდა ყოფილიყო.და რა დავინახე?!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             კალიების ატანა არა მაქვს,რაღაც ძალიან საზიზღრები არიან.რომ შემომახტეს გული გამისკდება ალბათ.იმხელა ვიკივლი დროზე მოდიო,რომ გიჯივით გამოვარდა რა ხდებაო.მე რათქმაუნდა გამოვვარდი მაშინვე ოთახიდან.ის მოკლა როგორც იქნა ბევრი დევნისა თუ ხტუნვის მერე მოკლა და შევედი როგორც იქნა და კვლავ განვაგრძე პოსტის წერა.ვიფიქრე რომ ოთახიდან რომ მომესმა ხმა ჯერ იქ იყო და მერე აქ შემოხტათქო და ყურადება აღარ მიმიქცევია.მერე უკვე შვენც დაძინებას ვაპირებდით უკვე 2ხდებოდა პატარამ წამოიტირა და შევედი.სოსკისკენ გავიწიე რომ ამეღო და ბავშვისთვის ჩამედო და უცბათ არ შევეხე კალიას. ეხლაც ვგრძნობ იმ  შეხებას ისეთი საზიზღრობა იყო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა ვერც ვიყვირე ბავშვი არ გავაღვიძოთქო და ვერც გამოვიქეცი.კალია კედელზე გადახტა და ვუყურებდი ბავშვებს არ დახტომოდა.ლევანის კი დავუძახე,მაგრამ ლოჯში იყო და გამოსვლაც დააგვიანა.ბოლოს მაინც ვიყვირე აბა სხვა რა გზა მქონდა,დროზე მოდითქო.კალიებს ვხოცავ ერთ ექვსი მაინცააო.რომ ვუთხარი აქაცაა ბავშვებს არ დაახტესთქო მერე აქეთ გამოვარდა.მოკლეთ ბავშვები გამოვიყვანე იქიდან და სულ გამოფხიზლდნენ.ერთი მოვკალიო და მეორე ვერ იპოვა,მაგრამ მაგრად ჩავარტყი და ალბათ მოკვდაო.შევედით მაგრამ ხმა ისევ მესმოდა ლოგინის თავთან,გადავაქოთებინე ისევ თავიდან ოთახი და როგორც იქნა ვიპოვეთ და ისიც მოვკალით.ფანჯრებიც კარგად დავკეტეთ კიდე არ შემოსულიყო.ცოტა კი დავწყნარდი,მაგრამ ეხლა ბავშვებს ვეღარ ვაძინებდი არადა უკვე 4იყო დაწყებული.ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინათ,მაგრამ ალბათ მაინც მე დავასწარი ისე ვიყავი დაღლილი. 🙂   ღამე სულ კალიები მესიზმრებოდა,მაგრამ ისე მეძინებოდა მაინც არ გამიღვიძია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             დღეს გავიგე რომ ჩემ მულთანაც შემხტარან და მთელი ღამე იმას დასდევდნენ(ისიც ჩემი მეზობელია).ეს რომ გავიგე უცბათ მოსე და 10წყევლა გამახსენდა და აზრები ისევე უკან გავყარე შეშინებულმა როგორც მომიფრინდნენ.